ოქტომბერი 21, 2015 18:10

კომისიამ სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს” ნუმერაციის რესურსით (ევრონომერი) – 116006 სარგებლობის ნებართვა მიანიჭა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისთვის” ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) – 116006  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიანიჭა.

სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი” ნუმერაციის რესურსით (ევრონომერი) – 116006 ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვეპლთა დასაცავად ცხელი ხაზის ორგანიზებას გეგმავს, აღნიშნულ ნომერზე დარეკვა საქართველოს მაშტაბით ყველა ქსელიდან იქნება შესაძლებელი.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები