წვდომის მენიუ

თებერვალი 26, 2018 10:52

კომისიამ „სუპერ ტვ“ 30 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ შპს „სუპერ ტვ“-ს ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით დააკისრა. კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანიას კომისიაში რიგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. გამომდინარე იქიდან, რომ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის დაკისრებული გაფრთხილებიდან ერთი წელი არ გასულა, კომისიამ კომპანიის 30 000 ლარის ოდენობით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო და სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაავალდებულა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები