ივნისი 17, 2015 11:45

კომისიამ „სუპერ ტვ“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკაბელო ოპერატორი „სუპერ ტვ“ გარკვეული სამაუწყებლო არხების შესაბამისი ნებართვის გარეშე რეტრასლირების გამო წერილობით გააფრთხილა.

კომისიის გადაწყვეტილებით, „სუპერ ტვ“ დაევალა სატელევიზიო არხების: „Eurosport”, „Eurosport 2”, „Eurosport news”, „Sony Sci-fi”, „Sony entertainment”, „Sony turbo”,  „E !”,  „RAI 1” საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

გადაწყვეტილების ვრცელის ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები