მაისი 15, 2015 16:56

კომისიამ ტელეკომპანია „ახალი საქართველო“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „ახალი საქართველო“ (შპს „საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო ევრაზია“) წერილობით გააფრთხილა.

ტელეკომპანიას სამაუწყებლო ბადეში განთავსებული ჰქონდა დასავლური წარმოების ფილმები დუბლირებული რუსულ ენაზე საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირების განთავსების გარეშე, ასევე კომპანიამ ვერ შეძლო ამ ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების - ”კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმის  პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით განთავსების  წესის“, შესაბამისად ყველა ტელეკომპანია ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში მხოლოდ ის ტელეპროდუქცია განათავსოს, რომლის ჩვენების უფლებაც აქვს საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე, დასავლური წარმოების ფილმები თუ ქართულ ენაზე არ არის დუბლირებული, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრებით უნდა განთავსდეს.

გადაწყვეტილების ვრცელის ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები