აპრილი 29, 2015 14:08

კომისიამ ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის საქართველოს მთავრობის განკარგულებით თავდაცვის სამინისტროს მიერ დახმარების საკითხის მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ   საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის N882 განკარგულებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეკომპანია „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის დახმარების საკითხის მოკვლევა დაიწყო.

კერძოდ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოიკვლევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ზემოაღნიშნული განკარგულების დანართი N1–ით გათვალისწინებული დახმარების ფაქტი შემდგარია თუ არა, ასევე, გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას კონკრეტულად რა ფორმით ეხმარება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „ჯი–დი–ეს თი–ვი”-ს.

მოკვლევის შედეგები  საჯაროდ გამოქვეყნდება.

 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები