ივლისი 31, 2015 15:17

კომისიამ ტელეკომპანია „ობიექტივი“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ წერილობით გააფრთხილა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო. სადაო საკითხი ტელეკომპანიის ეთერში 20015 წლის 22 მარტს და 3 მაისს განთავსებული დოკუმენტური ფილმები გახდა - „პრეზიდენტი“ და „ყირიმი - გზა სამშობლოსკენ“.

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკითხის შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზემოთაღნიშნული დოკუმენტური ფილმები ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში განთავსებული იყო შესაბამისი საავტორო და მომიჯნავე უფლების გარეშე, რის გამოც ტელეკომპანია წერილობით გააფრთხილა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები