დეკემბერი 25, 2015 15:11

კომისიამ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ავტორიზაციის მოწმობაში ცვლილებები შეიტანა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ ”არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის” განცხადების საფუძველზე ტელეკომპანიის ავტორიზაციის მოწმობაში ცვლილებები შეიტანა.

ტელეკომპანია „ობიექტივი“ კერძო საერთო ტელემაუწყებელია, რომელიც ღია ციფრული ტელემაუწყებლობის ქსელით, 24 საათიანი სამაუწყებლო ბადით მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. ტელეკომპანიას სამაუწყებლო ენად მხოლოდ სახელმწიფო ენა ჰქონდა მითითებული, ავტორიზაციაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კომპანია ინგლისურ და რუსულ ენებზეც შეძლებს მაუწყებლობას.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები