თებერვალი 18, 2015 12:46

კომისიამ ტელეკომპანია „რიონის“ საჩივარი ტელეკომპანია „მეგა-ტივის“ წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 17 თებერვალს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე ტელეკომპანია „რიონის“ საჩივარი ტელეკომპანია „მეგა-ტივის“ წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო.

ტელეკომპანია „რიონის“ სადავოდ ხდის ტელეკომპანია „მეგა-ტივის“ მიერ სალიცენზიო პირობებით განსაზღვრული მაუწყებლობის გეოგრაფიული ფარგლების დარღვევას, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევას და არასათანადო რეკლამის გავრცელებას.

საკითხის განხილვის არსებითი სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  2015 წლის 26 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართება. სხდომა საჯაროა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები