თებერვალი 06, 2014

კომისიამ ტელეკომპანია „თრიალეთი“ გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „თრიალეთი“ არალიცენზირებული ტელეპროდუქციის საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განთავსების გამო გააფრთხილა.

კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ტელეკომპანია „თრიალეთი“ გარკვეულ არალიცენზირებულ მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებს საკუთარ სამაუწყებლო ბადეში ანთავსებდა.

კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანიას დაეკისრა სანქცია, წერილობითი გაფრთხილება და დაევალა მხოლოდ ლიცენზირებული ტელეპროდუქციის განთავსება საკუთარ სამაუწყებლო ბადეში.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები