იანვარი 16, 2015 19:03

კომისიამ ტელეკომპანია „TV3“-ის, „პირველი რადიოს“ და რადიო „ მწვანე ტალღის“ სამაუწყებლო ლიცენზიებს მოქმედების ვადა გაუგრძელა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია „TV3“-ის, „პირველი რადიოს“ და რადიო „ მწვანე ტალღის“ სამაუწყებლო ლიცენზიებს მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუგრძელა.

შპს „TV3“-ის თანამგზავრული სისტემების გამოყენებით კერძო საერთო მაუწყებლობის N B84 ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუგრძელდა. კომპანიამ სალიცენზიო მოსაკრებელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (2000 ლარი) წარმოადგინა.

შპს „რადიო კომპანია პირველი რადიოს“ N B79 კერძო საერთო რადიო მაუწყებლობის ლიცენზიას, რომლის ფარგლებშიც კომპანია ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. სენაკში, ქ. ახალციხეში, ქ. გორში და ქ. მარნეულში მაუწყებლობს, ლიცენზიის მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუგრძელდა. კომპანიამ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით სალიცენზიო გადასახდელი 36 855 ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა ჩარიცხოს.

შპს ტელე-რადიო კომპანია „მწვანე ტალღა“ N B75 კერძო საერთო რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის ფარგელბში შემდეგ ქალაქებსა და დაბებში მაუწყებლობს: ქ. გორი, ქ. ქუთაისი, ქ. ზუგდიდი, ქ. ბათუმი, ქ. თელავი, ქ. ბორჯომი, ქ. ბაკურიანი, ქ. ახალქალაქი, ქ. ახალციხე, ქ. ფასანაური, დაბა გუდაური, ქ. სტეფანწმინდა, ქ. დმანისი, დაბა წყარო და ქ. ჭიათურა. აღნიშნულ რადიომაუწყებლობის ლიცენზიას მოქმედების ვადა მომდევნო ათი წლით გაუგრძელდა და კომპანიამ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით, ლიცენზიით სარეგბლობის გადასახდელი 67 392 ლარი უნდა გადაიხადოს.

სამივე გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები