თებერვალი 27, 2015 12:00

კომისიამ ტელეკომპანია “TV8”, რადიო „კომერსანტი“ და რადიო „აფხაზეთის ხმა“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 26 თებერვალს გამართულ სხდომაზე ეტელეკომპანია “TV8”, რადიო „კომერსანტი“ და რადიო „აფხაზეთის ხმა“ წერილობით გააფრთხილა.

ტელეკომპანია “TV8” NB146 კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის ფარგლებში ვალდებულია მინიმუმ ორი თემატიკის პროგრამებით, საინფორმაციო გამოშვებებით და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებით იმაუწყებლოს. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის შეედეგად გაირკვა, რომ ტელეკომპანიას საკუთარ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებს არ ანთავსებს, რაც სალიცენზიო პირობების დარღვევას წარმოადგენს. კომისიის სხდომაზე, ტელეკომპანია “TV8”-ს წარმომადგენლებმა აღიარეს დარღვევა, ასევე განაცხადეს, რომ კომპანია უახლოვეს მომავალში შესთავაზებს მაყურებელს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გადაცემებს. კომისიამ შპს  “TV8”-ს წერილობით გააფრთხილა და კომპანიას დარღვევის აღმოფხვრისთვის ერთვიანი ვადა განუსაზღვრა.

26 თებერვლის ხდომაზე კომისიამ ააიპ მედია ცენტრი „ღია აფხაზეთს“, იგივე რადიო „აფხაზეთის ხმას“ წერილობითი გაფრთხილება იარაღის რეკლამის განთავსების გამო დააკისრა.  რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში იარაღის რეკლამა იყო განთავსებული, შემდეგი შინაარსით: „კალიბრი გილოცავთ დამდეგ 2015 წელს და გთავაზობთ უპრეცენდენტო აქციას – ბერეტას, ბენელის, გლოკის და ჩეზეს მარკის იარაღები ყველაზე დაბალ ფასში, თუკი სხვა მაღაზიაში ნახავთ უფრო იაფ პროდუქციას, კალიბრი აგინაზღაურებთ სხვაობას, ყველა მყიდველი დასაჩუქრდება, ინფორმაციისათვის დარეკეთ...“ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, აკრძალულია საბრძოლო იარაღის რეკლამის გავრცელება. შეგახსენებთ, იარაღის რეკლამის გავრცელების გამო კომისიამ რამდენიმე კვირის წინ რადიო „იმედსაც“ დააკისრა სანქცია.

შპს „ჩვენ რადიო“, რომელიც ბრენდული სახელწოდება - „კომერსანტით“ არის ცნობილი კომისიამ წერილობით გააფრთხილა, რადგან რადიო „კომერსანტი“ საკუთარ ეთერში დასპონსორებულ ახალ ამბებს ანთავსებდა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშებელია საინფორმაციო გამოშვებების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სპონსორობა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები