წვდომის მენიუ

იანვარი 27, 2017 13:57

კომისიამ თერთმეტ კომპანიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თერთმეტ კომპანიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

თერთმეტივე კომპანიას წერილობით ეცნობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მათი საქმიანობის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. არც ერთი კომპანიის წარმომადგენელი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი კომპანიები საქმიანობას ერთ წელზე გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში აღარ ახორციელებენ.

ეს კომპანიებია: შპს „მასტელი“, შპს „სპიდლაინი“, შპს „ვებზენი“, შპს „ახალი ტექნოლოგიები“, შპს „New Net“, შპს „გრინ-Green“, შპს „ვესტნეტი“, შპს „ნეტ სითი“, შპს „კომინეტ ავდ“,შპს „თბ სილქ როუდი“, შპს „დათე“.

თერთმეტივე კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები