წვდომის მენიუ

მარტი 17, 2017 12:09

კომისიამ თხუთმეტ იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თხუთმეტ იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

თხუთმეტივე იურიდიულ პირს წერილობით ეცნობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მათი საქმიანობის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. არცერთი კომპანიის წარმომადგენელი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი კომპანიები საქმიანობას ერთ წელზე გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში აღარ ახორციელებენ.

ეს იურიდიული პირებია: ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილი“,  ინდ. მეწარმე „მამუკა კალანდარიშვილი“, ინდ. მეწარმე „ემზარ ზოიძე“, ინდ. მეწარმე „ვამეხი მიქაბერიძე“, შპს „მულტინეტი“,  შპს „ტვ სტარი“, შპს „Global+“, შპს „ნიუ ვიდეო“,  შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი 1“, შპს „ტვმობილი“, შპს „A&M TV“, შპს „სმარტ სიგნალი“, შპს „ჰორიზონტი“, შპს „მაქსტელკომი“, შპს „BOATEXPRESS” და ინდ. მეწარმე „გიორგი ნუცუბიძე“.

თხუთმეტივე კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებების ვრცელი ვერსიები ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები