წვდომის მენიუ

სექტემბერი 28, 2017 11:09

კომისიამ უკრაინის „მაუწყებელთა დამოუკიდებელი ასოციაციის“ დელეგაცია მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უკრაინის „მაუწყებელთა დამოუკიდებელი ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი კატერინა მაისნიკიოვა, ტელეკომპანიების „TV4“-ის და „ВТВплюс“-ის ხელმძღვანელები ვიტალი კამენსკი და იულია ვინოკური  ესტუმრნენ.

უკრაინის დელეგაცია ევროპის კავშირთან  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) თანახმად, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში აუდიო-ვიზუალური მედია სერვისების შესახებ დირექტივის (OVMSD) იმპლემენტაციის პროცესით დაინტერესდა. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ივანე მახარაძემ უკრაინული მედიის წარმომადგენლებს EBRD-ის და ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში OVMშD-ის საფუძველზე შემუშავებული  საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი გააცნო. ასევე, საქართველოში მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის დაწყების მარტივ პროცედურაზე, საკანონმდებლო მოთხოვნებზე და რეგულირებაზე მიაწოდა ინფორმაცია. უკრაინელი სტუმრები საქართველოს ანალოგური მიწისზედა ღია საეთერო  სატელევიზიო მაუწყებლობის ციფრულ მიწისზედა ღია საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის გამოცდილებითაც დაინტერესდნენ.

უკრაინის „მაუწყებელთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ 147 ეროვნულ და ადგილობრივ სამაუწყებლო კომპანიას აერთაინებს. ორგანიზაცია თავის მხრივ ჩართულია უკრაინის მიერ ევროპის კავშირთან  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები