მაისი 20, 2014

კომისიას ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებული კონკურსის შესახებ კითხვებით მიმართეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით კომისიაში შემოსულ კითხვებს და ამ კითხვებზე კომისიის პასუხებს აქვეყნებს.

ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2014 წლის 31 მარტის №176/10   გადაწყვეტილების თანახმად, პოტენციურ კონკურსანტებს კომისიაში კონკურსთან დაკავშირებით კითხვების გამოგზავნის ვადა 2014 წლის 18 მაისამდე ჰქონდათ.

შემოსული კითხვები და ამ კითხვებზე კომისიის პასუხები გთხოვთ, იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები