წვდომის მენიუ

სექტემბერი 13, 2016 15:40

კომისიას პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის დელეგაცია ეწვია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მხარეთა შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის დელეგაცია ეწვია.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის მონიტორინგის, რადიოსიხშირეთა მართვის, სამართლებრივ საკითხთა და ფართოზოლოვანი პროექტების და სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევის დეპარტამენტების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ. შეხვედრებზე განხილული იქნება ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებზე ქსელთან ღია დაშვების, ასევე, ამავე ბაზრების ზედამხედველობის და შერწყმა-გაერთიანების კვლევა-ანალიზის წარმოების მეთოდოლოგია, მომხმარებელთა ინტერესის დაცვის საკითხები  და აუქციონების გამართვის ელექტრონული სისტემა.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში პოლონური მხარე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის თანამშრომელთა პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისში ვიზიტებსაც სრულად აფინანსებს. წლის ბოლომდე უკვე დადგეგმილია სამი მივლინება, კერძოდ, ერთი პრაქტიკული გამოცდილების და ორი სასაწავლო ტური. კერძოდ:

პრაქტიკული გამოცდილების ტურის თემატიკა:

  • სერტიფიცირება, ბაზრის ზედამხედველობა - ბაზრის ზედამხედველობის განხორციელება ევროპაში - გამოცდილების გაზიარება, EU მოდელი;
  • ბაზრის ზედამხედველობის ეროვნული პროგრამის შემუშავება - გამოცდილების გაზიარება;
  • ბაზრის ზედამხედველობა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კუთხით.

სასაწავლო ტურების თემატიკა:

  • ბაზრის განვითარების ანალიტიკური მიმოხილვები;
  • მობილური ტერმინალის პოზიციონირების პრინციპები სხვადასხვა ოპერატორის ქსელებში, გადაუდებელი მომსახურების რეალიზაცია;
  • 700MHz სიხშირული ზოლების გამოყენება და სამომავლო მოთხოვნები;
  • DVB მონიტორინგის ასპექტები, SFN სინქრონიზაცია და სხვა ტექნიკური საკითხები;
  • ტექნოლოგიების რეალიზაცია LTE duplex gap-ში;
  • ციფრული FM  - განხორციელება და ტექნიკური ასპექტები;
  • DAB და DVB-H განხორციელების მეთოდოლოგიები 174-740 MHz ზოლში;
  • UKE-ს გამოცდილების გაზიარება კონკურენციის ხელშეწყობის საკითხებში;
  • შშმ პირებისათვის ელექტრონულ საკომუნიკაციო სერვისებთან დაშვების უზრუნველყოფა (ტერმინალური დანადგარების ხელმისაწვდომობა, ბოლო მომხმარებლების საჭიროებების განსაზღვრა შშმ პირებისათვის და ა.შ.).

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები