აგვისტო 18, 2014 13:30

კომისიას სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებაში ცვლილებები შეაქვს

 

კომუნიკაციების კომისია სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს.

ცვლილებები და დამატებები მიზნად ისახავს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის პროცესის უზრუნველყოფის მომსახურების საფასურის გამოთვლის წესის დადგენას და სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრირების თაობაზე ხელშეკრულების მოქმედების ვადის შეცვლას.

ზეპირი მოსმენა დაგეგმილია 2014 წლის 12 სექტემბერს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ უნდა იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები