წვდომის მენიუ

ივლისი 06, 2017 10:44

კომისიასა და ლატვიის მარეგულირებელ ორგანოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და ლატვიის რესპუბლიკის საზოგადოებრივი მომსახურებების კომისიას (SPRK)  შორის როუმინგული მომსახურებების თაობაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ლატვიაში გაიმართა. საქართველოს მხარიდან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი კომისიის წევრმა გიორგი ფრუიძემ და მობილური ოპერატორების შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“ და შპს „ბილაინის“ წარმომადგენლებმა მოაწერეს, ლატვიის მხრიდან კი მარეგულირებელი ორგანოს დირექტორმა როლანდს ირკლისმა და ლატვიის მობილური ოპერატორების „ტელე 2“-ის და „ბიტეს“ წარმომადგენლებმა. მხარეები, თანამშრომლობის ფარგლებში, ლატვიასა და საქართველოს შორის როუმინგული ტარიფების (ხმოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, როუმინგი მობილურ ინტერნეტი) შემცირების თაობაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიას და პროგრამულ უზრუნველყოფას გაეცნო. მხარეები, აღნიშნული მიმართულებითაც გააგრძელებენ თანამშრომლობას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები