წვდომის მენიუ

სექტემბერი 04, 2017 18:07

კომისიასა და ხორვატიის მარეგულირებელ ორგანოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და  ხორვატიის ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის მარეგულირებელ ორგანოს (HAKOM) შორის მომდევნო ერთი წლის ვადით თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა და ხორვატიის ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის მარეგულირებელ ორგანოს დირექტორმა დრაჟენ ლუჩიშიმ მოაწერეს ხელი.

ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტი მიზანად ისახავს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას, ერთობლივი  ღონისძიებების განხორციელებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას. დღევანდელ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ერთობრივი სემინარების, კონფერენციების და ფორუმების ორგანიზებაზე. ასევე, რადიოსიხშირულის სპექტრის განაწილების, გამოყენების და მონიტორინგის სისტემები განიხილეს და საერთაშორისო ზარების ტერმინაციის რეგულირების შესახებ ისაუბრეს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები