მარტი 06, 2012

კომისიაში „ღია კარის დღეები“ გრძელდება

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მორიგი „ღია კარის დღე“ გაიმართა.

წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა სემინარი ჩაატარეს. კომისიაში გამართულ, რიგით მესამე „ღია კარის დღის“ ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა შემდეგი საკითხების მოისმინეს:  ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა – პასუხისმგებლობების გადანაწილება ახალ ანტიმონოპოლიურ სამსახურსა და სექტორულ მარეგულირებელს შორის, როგორიცაა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ასევე, დამსწრე საზოგადოებამ მობილური და ურთიერთჩართვის ზღვრული ტარიფების გამოთვლა–დაწესების და სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის დანერგვის შესახებ ისაუბრა.

რიგით მესამე „ღია კარის დღის“ ფარგლებში ჩატარებული შეხვედრას წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ. დისკუსია კითხვა–პასუხის რეჟიმში საკმაოდ დინამიურად მიმდინარეობდა.

გვინდა განვმარტოთ, რომ კომისიის „ღია კარის დღე“  იმართება იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც აშუქებენ მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ მიმდინარე მოვლენებს. ვფიქრობთ, რომ კომისიის „ღია კარის დღეების“ ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და ცოდნა მათ დაეხმარებათ, მომავალში საკუთარი პროფესიული საქმიანობის უკეთ შესრულებაში.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები