წვდომის მენიუ

აგვისტო 12, 2016 14:09

კომისიაში ITU-ს ექსპერტის მონაწილეობით დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავების (Big Data) პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. პროექტის კოორდინატორმა მარგუს ტირუმ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი მსხვილი ოპერატორების და საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პროექტის მთავარი მიზანი ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროებში, როგორც აბონენტების რაოდენობის, ასევე შემოსავლების შესახებ და ზოგადად ელექტრონულ საკომუნიკაციო დარგში მომსახურებათა მიმართულებების განვითარების თაობაზე ინფორმაციის შეგროვების და შემდგომი დამუშავების ახალი მეთოდოლოგიის დანერგვაა. დიდი მოცულობის მონაცემთა დამუშავების ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის შედეგად მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება და დაეხმარება სახელმწიფოს, ასევე კერძო კომპანიებს განვითარებისთვის სხვადასხვა სტრატეგიული გადაწყვეტილელების მიღებაში, ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეფასებაში, ეფექტური მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და ინოვაციური მომსახურებების დანერგვის პროცესში დამხმარე ინსტრუმენტი გახდება.

საპილოტე პროგრამა ITU-ს მეირ შერჩეულ 6 ქვეყანაში - სამხრეთ კორეაში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, საქართველოში, ფილიპინებში, კენიასა და კოლუმბიაში ჩატარდება. საქართველოში პროექტის  ფოკუს ცენტრი (Focal Point) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იქნება.

პირველ ეტაპზე, ITU-ს რეკომენდაციებზე და ინსტრუქციებზე დაყრდნობით,  კომისია კომპანიებისგან სტატისტიკურ ინფორმაციას ახალი მეთოდოლოგიით გამოითხოვს, რომელიც კომისიაში გადამუშავდება და გადაიგზავნება ITU-ში.

ITU-ს მიერ Big Data-ს პროექტში საქართველოს შერჩევა კიდევ ერთხელ ადასურებს იმ ფაქტს, რომ მონაცემთა შეგროვების და დამუშავების კუთხით საქართველო ITU-ს წევრ 193 ქვეყანას შორის ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნადაა მიჩნეული.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები