აგვისტო 31, 2012

კომისიაში კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, მესტიის მუნიციპალიტეტში რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა. 

კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით  მხოლოდ შპს „რადიო იმედმა“ მიმართა. 2012 წლის 2 აგვისტოს კომისიაში მოსამზადებელი სხდომა გაიმართა, სადაც გაიხსნა „რადიო იმედის“ მიერ წარმოდგენილი დალუქული დოკუმენტაცია.

ზეპირი მოსმენის სხდომაზე, კომისიამ განიხილა „რადიო იმედის“ მიერ წარმოდგენილი საბუთები, რის საფუძველზეც  დადგინდა, რომ თანდართული დოკუმენტაცია  შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.

კერძო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია 2012 წლის 4 სექტემებრს, 13:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე მიიღებს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები