წვდომის მენიუ

მაისი 31, 2017 14:55

კომისიაში მაუწყებლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ევროკომისიის მიერ დაფინასებული „საქართველოს კანონმდებლობისა და აუდიოვიზუალური მედია დირექტივის დაახლოების პროცესში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდამჭერი პროექტის“ ფარგლებში, ასევე „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)“  პროექტის -  „საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სექტორის განვითარება“ -მხარდაჭერით ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობს.

ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ექსპერტმა ჟან ფრანსუა ფურნემონმა „ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის №2010/13/EU დირექტივა აუდიოვიზუალური მედიის მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეისწავლა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორცილებელი ცვლილებების რეკომენდაციები შეიმუშავა.

30-31 მაისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მაუწყებლებთან გაიმართა შეხვედრა. მოწვეულ სტუმრებს ევროკომისიის ექსპერმა პრეზენტაცია ჩაუტარა და დაინტერესებული პირების კითხვებს უპასუხა. რეკომენდაციები ეხება გამოძახებით აუდიო-ვიზუალურ მომსახურებებს (VOD), ვიდეო გაზიარების პლატფორმის (Video Sharing Platform) რეგულირებას, მედიაში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის უფრო ეფექტური მექანიზმების შემუშავებას, სიძულვილის ენის რეგულირებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვას და სხვა.

მიმდინარე წლის 9 ივნისს კი საქართველოს „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)“  ექსპერტები ეწვევიან და ასევე გამართავენ მაუწყებლებისთვის და არასამათავრობო ორგანიზაციებისთვის პრეზენტაციას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები