აგვისტო 03, 2012

კომისიაში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან და საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებთან შეხვედრა გაიმართა

2 აგვისტოს, საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში რეგიონში მოქმედ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან და საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებთან შეხვედრები გაიმართა.

კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსმა, კახი ყურაშვილმა საკაბელო ოპერატორებს და მაუწყებლებს „Must Carry“–ის პრინციპის ძალაში შესვლა აუწყა და კანონით დადგენილი ვალდებულებები გააცნო. მისი თქმით, მაუწყებლებმა  უნდა უზრუნველყონ, ერთის მხრივ ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება (მაგალითად, უნდა გაირკვეს სამაუწყებლო სიხშირე ან თანამგზავრის კოორდინატები, ვიდეო/აუდიო სიგნალის კოდირება, ნაკადის ფორმატი და სხვ.) და მეორეს მხრივ,  საკუთარი სამაუწყებლო არხის სიგნალის ტექნიკურად მიტანა საკაბელო ოპერატორების მიერ განსაზღვრულ ჩართვის წერტილამდე, ხოლო საკაბელო ოპერატორებმა აღნიშნული მიწოდებული სიგნალის აბონენტებამდე გატარება უნდა მოახდინონ.

შეხვედრაზე მაუწყებლების და საკაბელო ოეპრატორების ხელმძღვანელებმა კომიისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები