ივლისი 25, 2012

კომისიაში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა.კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახი ყურაშვილმა შეკრებილ საზოგადოებასთან საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების კანონისმიერი ვალდებულებების (ე.წ.  must carry-ს) შესრულების თაობაზე საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.შეხვედრას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული თითქმის ყველა კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრა კითხვა–პასუხის ფორმატში გაიმართა და ე.წ. „საკაბელო ოპერატორებმა“ სავალდებულო გატარების (ე.წ. must carry-ს) შესახებ მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.გარდა ამისა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2012 წლის 19 ივლისს კომისიის უწყებრივ რეესტრში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ ყველა პირს და საერთო ლიცენზიის მფლობელ ყველა  მაუწყებელს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებები წერილობითაც გაუგზავნა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები