აგვისტო 08, 2012

კომისიაში საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებთან შეხვედრა გაიმართა

7 აგვისტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებთან შეხვედრა გაიმართა.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსმა – კახი ყურაშვილმა მაუწყებლებს წინასაარჩევნო პერიოდში  სატელევიზიო ეთერში  პოლიტიკური რეკლამის  განთავსების წესის შესახებ ესაუბრა. მიმდინარე არჩევნებზე სწორედ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაევალა როგორც პოლიტიკური რეკლამის, ასევე პოლიტიკური დებატების, ახალი ამბების და წინასაარჩევნო აგიტაციის  რეგულირება. 

მაუწყებლებს წინასაარჩევნო კამპანიის  რეგულაციები დეტალურად განემარტათ და პასუხი გაეცა აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანიების წარმომადგენლების მირ დასმულ ყველა შეკითხვას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები