ნოემბერი 19, 2015 19:26

კომისიაში „Telecom Italia Sparkle“-ის წარმომადგენლებთა შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე იტალიური კომპანია „Telecom Italia Sparkle“-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

 მსოფლიოში გლობალური ინტერნეტპროვაიდერების ათეულში (Tier 1) შემავალი იტალიური კომპანია „Telecom Italia Group“, „Telecom Italia Sparkle“ -ის საშუალებით, რომელიც კომპანიის საერთაშორისო საქმიანობას წარმართავს,  საქართველოში, სამხრეთ კავკასიოაში და რეგიონში ინტერნეტ მომსახურების საბითუმო ბაზრით დაინტერესდა. კომპანია, თურქულ სატელეკომუნიკაციო კომპანია „Turkcell“-თან და სს „სილქნეტთან“ ერთად საქართველოში საქმიანობის დაწყებას გეგმავს და თბილისში ინტერნეტ რესურსებთან მიერთების რეგიონალური წერტილის (Pop) შექმნას გეგმავს. კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს უკვე მოეწერა ხელი.

შეხვედრის მიზანი ელექტრონული კომუნიკაციბის სფეროში არსებული კანონმდებლობის გაცნობა და რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევა იყო. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები