ივლისი 20, 2015 13:25

კომისიის აპარატის რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციის კვლევის საკონსულტაციო მომსახურებას შპს „PMCG“ ჩაატარებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიის აპარატის რეორგანიზაცია-რესტრუქტურიზაციის უზრუნველსაყოფად საორგანიზაციო კვლევის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს  „PMCG“- მ გაიმარჯვა.

კომპანიამ მომდევნო 14 კვირის განმავლობაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მისიის, მიზნებისა და სტრატეგიული განვითარების მოთხოვნების გათვალიწინებით ორგანზაციის დღეს არსებული სტრუქტურის ეფექტიანობა უნდა შეისჭავლოს, გაანალიზოს კომისიის ძირითადი და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების - დეპარტამენტების ფუნქციების და თანამდებობრივი ინსტრუქციების ორგანიზაციის მიზნებთან  შესაბამისობა, ასევე, კომისიის აპარატის საქმიანობის პროცესის და შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი სხვა წესები.

საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზანს, ასევე, წარმოადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის თანაშრომელთა და მენეჯერთა სამუშაო შეფასება, რაც გულისხმობს თანამშრომელთა ფუნქციონალური დატვირთვის, მათი უნარებისა და შესაძლებლობების შესწავლას.

დეტალური ინფორმაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის რეორგანიზაციის უზრუნველსაყოფად  საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის შესახებ, ხელმისაწვდომია როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge), ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (http://procurement.gov.ge/)

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები