სექტემბერი 02, 2013

კომისიის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის შესახებ“ კომისიის  2012 წლის 15 აგვისტოს  N9 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.

  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში  და საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს სტატუსი განისაზღვრა და ასევე, ამ ახალ იურიდიულ პირს წინასაარჩევნო პროცესში გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა. სწორედ ამ ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა და დადგენილების ყველა მუხლში, სადაც საუბარი მაუწყებელთა ვალდებულებებზე იყო, ჩაემატა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო.

„საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის შესახებ“ დადგენილებაში შესული ცვლილებების თანახმად, წინასააჩევნო პერიოდში მაუწყებლებისთვის გათვალისწინებული ყველა ვალდებულება ავტომატურად გავრცელდება ამ ახალ იურიდიულ პირზეც.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები