წვდომის მენიუ

აპრილი 10, 2017 14:27

კომისიის დელეგაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ეწვია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე, კომისიის წევრები კახი ბექაური, გიორგი ფრუიძე და მერაბ ქათამაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს მიწვევით ქ. ბათუმს 8 აპრილს სამუშაო შეხვედრით ფარგლებში ესტუმრნენ.

კომისიის დელეგაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორთან ნათია კაპანაძესთან და ტელევიზიის თანამშრომლებთან მაუწყებლობის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა განიხილეს. შეხვედრის მიზანი სამაუწყებლო ბადეში სოციალური და კომერციული რეკლამის განთავსების წესების და არსებული რეგულაციების განხილვა იყო.  მხარეებმა, ასევე ისაუბრეს მაუწყებლობის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში   ცვლილებების განხორციელების თაობაზე.

ქ. ბათუმში გამართულ შეხვედრას კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ივანე მახარაძე და სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი პავლე ბერიაც ესწრებოდა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები