წვდომის მენიუ

ივნისი 16, 2016 10:47

კომისიის გადაწყვეტილებით შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის” ტელემაუწყებლობაზე ავტორიზაცია მოდიფიცირდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ ავტორიზაციის ქვესახეობა ნაცვლად კერძო საერთო ტელემაუწყებლობისა, სპეციალიზებული - გასართობ-შემეცნებით ტელემაუწყებლობად მოდიფიცირდა.

ტელემაუწყებლობის ავტორიოზაციის მოდიფიცირების მოთხოვნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, თავად შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიამ“ მიმართა. განცხადებაში, ასევე აღნიშნული იყო, რომ კომპანია თბილისის მულტიპლექსის გარდა მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიებსაც გამოიყენებს. კომპანია განახლებული სამაუწყებლო ბადით მომხმარებლისთვის უფასოდ მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან გავრცელდება.

კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები