წვდომის მენიუ

თებერვალი 03, 2017 14:17

კომისიის გადაწყვეტილებით შპს „სერვისნეტმა“ 2000 სააბონენტო ნომერზე ნებართვა მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით შპს „სერვისნეტმა“ მიმართა და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა ითხოვა.

კომისიის გადაწყვეტილებით შპს „სერვისნეტმა“ ქ.თბილისში ნუმერაციის რესურსი: სულ 2 000 (ორი ათასი) სააბონენტო ნომერი, შემდეგ ინდექსზე - 280 XX XX-280 1XXX მიიღო, ნებართვა უვადოა და ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყევეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები