დეკემბერი 28, 2011

კომისიის განცხადება

 

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის აპრილის თვეში მიიღო მედიაგამჭვირვალობის გაძლიერების საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც, ერთის მხრივ, აკრძალა სამაუწყბელო ლიცენზიის ფლობა ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირებისთვის, ამავე ცვლილებების თანახმად, ყველა მაუწყებელს დაევალა 2012 წლის 1 იანვრამდე შეავსოს შესაბამისობის დეკლარაცია, სამაუწყებლო კომპანიებმა დამფუძნებლების და მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია უნდა გახდონ საჯარო.

ჩვენ გვსურს შევახსენოთ სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს, რომ კანონის შესაბამისად, ყველა მაუწყებელი ვალდებულია 2012 წლის 1 იანვრამდე შეავსოს შესაბამისობის დეკლარაცია, გამოაქვეყნოს ის საკუთარ ვებ–გვერდზე და ასევე წარმოადგინოს კომისიაში.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები