ივნისი 07, 2012

კომისიის განცხადება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გუშინ გამართულ საჯარო სხდომაზე შპს „სტერეო+“–ის დირექტორის და დამფუძნებელის, დავით ზილფიმიანის ექსპარტე შეტყობინება დაფიქსირდა. დავით ზილფიმიანის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული  სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი რიგი კომპანიები არღვევენ სალიცენზიო პირობებს და მათი გავრცელების გეოგრაფიული არეალი ცდება სალიცენზიო პირობებით განსაზღვრულ დაფარვის ზონას.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მოუწოდებს ყველა სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ კომპანიას სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობაში მოიყვანოს სიგნალის გავრცელების გეოგრაფიული არეალი. ასევე, კომისია მზადაა ხელშეშლების დაფიქსირების შემთხვევაში ტექნიკური დახმარება გაუწიოს ყველა მსურველ სამაუწყებლო კომპანიას.

ამასთან, კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იტოვებს მონიტორინგის ჩატარების და  დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამის რეაგირების უფლებას.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები