ივლისი 27, 2012

კომისიის ოფიციალური ვებგვერდი „Apple store“-ში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური ვებგვერდი „Apple store“-ში  გახდა ხელმისაწვდომი.კომისია პირველი საჯარო დაწესებულებაა, რომელმაც დაარეგისტრირა „Apple store“-ში  საკუთარი ვებ. გვერდის აპლიკაცია, ამიერიდან, ნებიმიერ მსურველს, რომელიც სარგებლობს კომპანია „Apple“–ის წარმოებული „iphone“-თ და „iPad“-თ შეუძლია აბსოლუტურად უფასოდ ჩამოტვირთოს კომისიის ოფიციალური ვებ. გვერდის აპლიკაცია და გაეცნოს საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში მიმდინარე უახლეს მოვლენებს.„Apple store“-ში აპლიკაციის შექმნის იდეა მომხმარებელთა ინტერესების  გათვალისწინებით და მათი უკეთ ინფორმირების სურვილიდან გამომდინარე გაჩნდა. აპლიკაცია, ერთის მხრივ, გაუმარტივებს სატელეკომუნიკაციო სერვისების მომხმარებლებს, კომისიის შესაბამის სამსახურებთან წვდომას, რადგან აქვეა მომხმარებელთა საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის გვერდის ბმული და ნებისმიერ მსურველს, ონლაინ რეჟიმში შეუძლია მასთან დაკავშირება.ვებ. აპლიკაცია, ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდება ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის, რადგან აქვეა კომისიის გადაწყვეტილებების და დადგენილებების, ასევე კონკურსების, აუქციონების და ნებართვების გვერდები, სადაც ოპერატიულად ქვეყნდება კომისიის მიერ მიღებული ყველა ოფიციალური დოკუმენტი. ასევე, აპლიკაციის გამოყენებით ხელმისაწვდომია „მობილური ტარიფის მრჩეველის“ ბმული, რომელიც მომხმარებელს  სთავაზობს დაზოგოს დრო და ენერგია, კალკულატორის გამოყენებით შესაძლებელია კონკრეტული აბონენტისთვის ყველაზე მეტად მისაღები და მოსახერხებელი ტარიფის გამოთვლა.ვებ. აპლიკაცია გთავაზობთ ტელესაკომუნიკაციო ტერმინთა განმარტებით ლექსიკონს. სადაც თავმოყრილია 4 ათასამდე ტერმინის განმარტება. ასევე, გთავაზობთ „მობილური ინფრომერის“ ვებ. აპლიკაციის ლინკს, რომელშიც 3 ათასამდე მობილური  აპარატის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთან დაკავშირებით ცნობაა თავმოყრილი. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს მიუთითოს მისი ტელეფონის აპარატის მოდელი და გაიგოს შეესაბამება თუ არა დადგენილ სტანდარს ამ ტელეფონის “SAR”–ის (ენერგიის შთანთქმის ფარდობითი კოეფიციენტი) მაჩვენებელი.კომისია მომავალშიც გაგრძელებს მუშაობას და მოგვიანებით, შემოგთავაზებთ ვებ. აპლიკაციებს ტელეფონებისთვის „ანდროიდის“ ბაზაზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები