წვდომის მენიუ

მაისი 23, 2016 15:53

კომისიის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც  კანონით განსაზღვრული ნორმების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სანქციის გამოყენების დროს კომისიის დისკრეცია განისაზღვრა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძველი რედაქციის თანახმად, მაუწყებლის მიერ კანონის დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, საკითხის განხილვის შემდეგ კომისია ვალდებული იყო გამოეყენებინა დამრღვევი პირის მიმართ სანქცია, მიუხედავად საქმესთან დაკავშირებით არსებული ფაქტობრივი (რიგ შემთხვევებში შემამსუბუქებელი) გარემოებებისა.

კანონის ახალი რედაქციით, კომისია ვალდებულია მაუწყებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, ასევე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში განიხილოს შესაბამისი საკითხი და დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, უფლებამოსილია გამოიყენოს სანქცია, მაუწყებლისთვის სანქციის დაკისრების მიზანს უნდა წარმოადგენდეს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები