დეკემბერი 10, 2014 14:49

კომისიის სამი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 5 დეკემბრის N 05/12/02 განკარგულებით გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასავლამდე 100 დღით ადრე საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს ღია კონკურს ვაკანტურ თანამდებობაზე. კომისიის წევრებს სოფიო ბრიტანჩუკს, აკაკი სიხარულიძეს და ირაკლი მოსეშვილის უფლებამოსილების ვადა 2015 წლის მარტის თვეში ეწურებათ.

კომისიის წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე ღია კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, შემდეგმისამართზე: https://www.president.gov.ge/ge/PressOffice/Documents/LegalActs?p=9169&i=1

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები