წვდომის მენიუ

ივნისი 30, 2016 16:47

კომისიის საქმიანობის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

2016 წლის პირველ ივლისს 12:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია.

ღონისძიებას ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირების და ლიცენზიის მფლობელების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პრეზენტაციას დამსწრე საზოგადოებას კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე წარუდგენს. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები