მარტი 20, 2014

კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში ცვლილებები შედის

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით ცვლილებები შეაქვს.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ N 219 დადგენილების შესაბამისად კომისიას ცვლილებები შეაქვს ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში.

კომისიის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა 2014 წლის 22 აპრილს 16:00 საათზე გაიმართება. ცვლილებების პროექტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) . სხდომა საჯაროა.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები