ნოემბერი 25, 2013

კომისიის სხდომა გადაიდო

დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებული კონკურსების ზეპირი მოსმენის სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, კომისიაში 8 ახალი რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, კონკურსებში მონაწილეობას სამი კომპანია, შპს „სამაუწყებლო სახლი“, შპს „რადიო საქართველო“ და შპს „ევროპა პლუს თბილისი“ იღებს.

კომისია რადიომაუწყებლობის კონკურსების ზეპირი მოსმენის სხდომის შესახებ ინფორმაციას მოაგვიანებით გამოაქვეყნებს. საკონკურსო სხდომა კი 2013 წლის 29 ნოემბრის 13:00 საათზეა ჩანიშნული.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები