წვდომის მენიუ

აგვისტო 18, 2017 15:03

კომისიის სხდომების წარმართვის წესში ცვლილებები შევიდა

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონების თანახმად, კომისია მარეგულირებელი ფუნქციის განხორციელების პროცესში აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტებს (ლიცენზიის, ავტორიზაციის ან ნებართვის გაცემა)  საჯარო სხდომაზე იღებს, ასევე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს შორის, ავტორიზებულ პირებსა და მომხმარებლებს შორის, ასევე, მაუწყებლთა და მათ მომხმარებლებს შორის დავებსაც საჯარო სხდომაზე იხილავს.

ცვლილებების თანახმად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კომისიის საჯარო სხდომების წარმართვის წესი. დაწესდა ახალი რეგლამენტი, როგორც კომისიის წევრებისთვის და კომისიაში დასაქმებული პირებისთვის, ისე ლიცენზიის მფლობელი და ავტორიზებული პირებისთვის და სხდომაზე მოწვეული სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.

დოკუმენტის ელექტრონული ვერსია, ხელმისაწვდომია მიმაგრებულ ფაილში:

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები