მაისი 19, 2014

კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძეა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია.

თავმჯდომარის არჩევნები დღეს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, საჯაროდ გაიმართა. კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, ვახტანგ აბაშიძე მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის  ოქტომბერში ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით სამი წლის ვადით.

ვახტანგ აბაშიძე კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას 2014 წლის 20 მაისიდან შეუდგება.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები