სექტემბერი 22, 2014 17:55

კომისიის თავმჯდომარემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო. ცამეტკაციან დელეგაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საინჟინრო აკადემიის  პრორექტორი პან იუნხი ხელმძრვანელობდა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კერძოდ, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების და მონაცემთა გადაცემის სფეროში შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტარლური ქსელების განვითარების შესაძლებლობას „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ პროექტის ფარგლებში.

 ორი ქვეყნის წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები