მაისი 07, 2014

კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 19 მაისს გაიმართება

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 2014 წლის 19 მაისს 18:00 საათზე დაინიშნა.

კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის უფლება კომისიის ყველა წევრს აქვს.

თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველმა კომისიის წევრმა (წევრებმა) განაცხადი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 2014 წლის 8 მაისიდან 2014 წლის 14 მაისის 19:00 საათამდე უნდა წარადგინოს ხმის დამთვლელ კომისიაში.

კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია, კომისიის აპარატში დასაქმებული პირებით დაკომპლექტდა. ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარეა, იოსებ ხარებავა (ადმინისტარციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი), ხმის დამთვლელი კომისიის მდივანი კახი ყურაშვილია (სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი) და ხმის დამთვლელი კომისიის წევრია თეა ტყეშელაშვილი (სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი).

შეგახსენებთ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 9 ოქტომბერს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით სამი წლის ვადით. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს სურვილის შემთხვევაში, გადადგეს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე კომისიის წევრად დარჩეს (კომისიის წევრს საქართველოს პარლამენტის  ექვსი წლის ვადით ირჩევს).

ასევე, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება, კომისიის სულ ცოტა ორ წევრს ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე აქვს. კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უფლებამოსილია კომისიის თავმჯდომარე თამანდებობიდან ვადამდე   გადააყენოს.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები