წვდომის მენიუ

მაისი 02, 2017 11:36

კომისიის თავმჯდომარის არჩევნები დღეს, 2 მაისს 17:00 საათზე იმართება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 2017 წლის 2 მაისს 17:00 საათზე გაიმართება. კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ კახი ბექაურის კანდიდატურა არის დარეგისტირებული, რომელიც კომისიის წევრებმა კომისიის დებულების მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, ერთობლივად წარადგინეს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სამი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარედ ერთზე მეტი ვადით. 

კომისიის თავმჯდომარის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისია ჩამოყალიბებულია კომისიის გადაწყვეტილებით და ის დაკომპლექტებულია კომისიის აპარატში დასაქმებული პირებით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები