მაისი 14, 2014

კომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე მხოლოდ ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი მხოლოდ ერთა კანდიდატმა, ვახტანგ აბაშიძემ შეიტანა.

არჩენები, 2014 წლის 19 მაისს, 18:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართება. კომისიის თავმჯდომარის არჩევნებზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

შეგახსენებთ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 9 ოქტომბერს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით სამი წლის ვადით.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები