წვდომის მენიუ

აპრილი 28, 2017 13:55

კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე ურთიერთჩართვის მომსახურების შეზღუდვის გამო დავის განხილვა დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინის“ განცხადების საფუძველზე შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „მობიტელის“ (ბილაინი) და სს „სილქნეტის“ მიმართ დავის განხილვა დაიწყო.

შპს „კავკასუს ონლაინი“ სადავოდ ხდის ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე საერთაშორისო სატელეფონო ზარების ტერმინაციის პროცესში ურთიერთჩართვის მომსახურების შეზღუდვას.

„ელეტქრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით და კომისიის გადაწყვეტილებით ზემოთხსენებული მობილური ოპერატორები მობილური მომსახურების ბაზრის სეგმენტზე, ხოლო სს „სილქნეტი“ ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე ცნობილნი არიან მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მფლობელ ოპერატორებად და მათზე დაკისრებულია სპეციფიური ვალდებულებები:  ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება, დანახარჯების და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვა და ბოლოს, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება. ამავე კანონის შესაბამისად, დაშვების ვალდებულების ფარგლებში ურთიერთჩართვის მომსახურების შეზღუდვა კომისიის წინასწარ თანხმობას საჭიროებს.

საკითხის არსებითი განხილვის სხდომა 2017 წლის 4 მაისს 15:00 საათზე გაიმართება.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები