წვდომის მენიუ

სექტემბერი 20, 2018 13:05

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში შპს „ჯეოსელმა“ გაიმარჯვა

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში შპს „ჯეოსელმა“ გაიმარჯვა. აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადი კომისიაში მხოლოდ „ჯეოსელმა“ წარადგინა. 800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ამოწურვადი რესურსით სარგებლობისთვის, გამარჯვებულმა კომპანიამ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 25 391 303.00 (ოცდახუთი მილიონ სამასოთხმოცდათერთმეტი ათას სამასსამი და 00)  ლარი უნდა გადაიხადოს.

შესაბამისი სალიცენზიო პირობებით ლიცენზია შპს „ჯეოსელმა“ 15 წლის ვადით მიიღო.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები