წვდომის მენიუ

ივლისი 21, 2016 14:07

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP” 27 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP” საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერ ტრანზიტს ახორციელებს და მომხმარებელს იმ სამაუწყებლო არხებს სთავაზობს, რომელთა რეტრანსლირების უფლებამოსილება არ გააჩნია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ბოლო წლების მანძილზე ადგილი აქვს დენადი ხასიათის დარღვევას და კომპანიას მის პაკეტში არსებულ არც ერთ სამაუწყებლო არხზე კომისიაში შესაბამისი უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულება წარმოდგენილი არ აქვს, კომისიამ შპს ,,BATUMI MEDIA GROUP”-ს ჯარიმის სახით 27 000 ლარი დააკისრა. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, კომპანიას რიგი  სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაევალა. 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები