აგვისტო 07, 2009

ლანჩხუთის და ოზურგეთის რაიონებში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონი გამოცხადდა

 

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, შპს ”სუფსატექნოკომი”-ს მოთხოვნით, ლანჩხუთის და ოზურგეთის რაიონებში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუქციონებს აცხადებს.

აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2009 წლის 18 სექტემბრის, 13:00 საათზე გაიმართება, სადაც გამოტანილი იქნება  41XXX და   41XXX ინდექსის 2 ათასი სააბონენტო ნომერი.  ლიცენზიის მაძიებელთა რეგისტრაცია 2009 წლის 31 აგვისტოს, 17:00 საათამდე იწარმოებს.

რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ოდენობა 4 000 ლარით განისაზღვრა.

გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები